top of page
Search

საყვავილე ქოთნების მასალა: რომელია საუკეთესო?

სახლის ტერასისთვის თუ ბიზნესის სივრცისთვის მნიშვნელოვანია სწორი მასალის საყვავილე ქოთნის შერჩევა. მნიშვნელოვანია რომ ავირჩიოთ ისეთი მასალა, რომელიც წლების განმავლობაში ნაკლები ხარჯით და მოვლით გაალამაზებს ჩვენს სივრცეს.

ამ სტატიაში შევადარეთ 4 მასალა: რბილი ფოლადი, ხე, პლასმასი და კორტენი.


საყვავილე ქოთნები

სხვადასხვა მასალის ქოთნები:

ხშირად პირველი ყველაზე ხელმისაწვდომი პლასტმასის ქოთნებია. მისი ფასი ხშირად მეტალის ღირებულებასაც აღწევს, მაგრამ მაინც გაუგებარია თუ რატომ ღირს ასეთი ძვირი, რადგან არც დიზაინია გამორჩეული, არც მასალა ვიცით ზუსტად და გამოცდილებით ვიცით რომ 2-3 წელიწადში როდესაც მცენარის ფესვები გამრავლება ქოთანი დეფორმაციას დაიწყებს. პლასმასი ასევე იაფფასიანი, ანუ "Cheap" გადაწყვეტაა და ნაკლებად გამოიყენება ბიზნეს და პრემიუმ სახლების ექსტერიერში. ზოგადად, პლასტმასი არის წარმოებით იაფი მასალა, მაგრამ ფუნქციურ დანიშნულებაში და გრძელვადიანად მისი გამოყენება არაეფქურია. მზის სხივები, წვიმა და ნიადაგი პლასტმასს უბრალოდ ასუსტებს, უცვლის ფორმა და საბოლოოდ ტყდება.


საყვავილე ქოთნები
დეფორმირებული პლასტმასის ქოთანი

ხე ბუნებრივი და მარტივი მასალაა. ხშირად შევხვდებით ქუჩებში ხის ქოთნებს, ასევე ხშირია მოუვლელი და გატეხილი ხის ქოთნები. ხე, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ჯიშები საჭიროებს შეღებვას და გალაქვას. დაუმუშავებელ ხეს მზე და წვიმა აზიანებს და საბოლოოდ ტყდება. ხის ქოთნები საშუალოდ 2-3 წელს ძლებს მოვლის გარეშე და თუ დაზაინდა ახლით ჩანაცვლებაა საჭირო.


საყვავილე ქოთნები
დაზიანებული ხის ქოთანი

რბილი ფოლადის ქოთნები - სტანდარტული ფოლადის, შეღებიილი ქოთნები საკმაოდ პოპულარულია. ხშირად შევხვდებით ოფისებში, მათ შორის ინტერიერში. მეტალის დამუშავება ასევე აუცილებელია, როგორც ხის შემთხვევაში საღებავით და ლაქით. როგორც წესი მეტალზე საღებავი 3-4 წლის შემდეგ იწყებს დაშლას და აჩენს კოროზიას. კოროზია ასევე ჩნდება შიგნიდან, როდესაც მიწა ეხება მეტალს. დაზიანებული ადგილების შეღებვა არაეფექტურია, რადგან ფაქტიურად შეუძლებელი ქარხნული ფერის მიღება, ამიტომ ხშირად მეტალის ქოთნები იჟანგება და არასასიამოვნო, მოუვლელ განწყობას ქმნიან სივრცეში.


საყვავილე ქოთნები
დაზიანებული მეტალის ქოთანი

კორტენის ქოთნები:

კორტენის ფოლადი შექმნილია გამძეობისთვის. კორტენი განკუთვნილია კონსტრუქციული და საინჟინრო გადაწყვეტებისთვის. პატინა, რომელიც გამოიყოფა წყლის და მზის შეხებით ფორმირებას დაახლოებით 3 კვირის შემდეგ იწყებს. სრული დამცავი ფენის ფორმირებას დაახლოებით 1 წელი სჭირდება. კორტენი სტანდარტულად ძლებს 20 და მეტი წლით, ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატზე. ნარინჯისფერი ფერთა პალიტრა ბუნებრივ და განსაკუთრებულ ელფერს სძენს ნებისმიერ გარემოს. თქვენ არ გჭირდებათ შეღებვა, გალაქვა და შესაბამისად ხედმეტი ხარჯები.


საყვავილე ქოთნები
ყველაზე პოპულარული, 40x40x40 კუბური კორტენის ქოთანი.
საყვავილე ქოთნები



 
 

კონტაქტი

გარე შოურუმი

Social

ზარი

მეილი

გიორგი ბრწყინვალეს ჩიხი II,

9, სოფელი დიღომი

თბილისი, საქართველო

Corten Tbilisi. 2025. by CoffeeGraphy

bottom of page