top of page
Search

Cor-Ten- ის ქიმიური ნაწილი

  • Aug 9
  • 1 min read

კორტენი (Corten A / S355J2WP) არის მაღალშენადნობიანი, ატმოსფერომედეგი ფოლადი. რბილ ფოლადს დამატებულია სპილენძის (Cu), ქრომისა (Cr) და ფოსფორის (P) ელემენტები რაც შემდგომში მზესა და ტენზე რეაგირებისას გვაძლევს დამცავ ფენას. ატმოსფერულ ტენსა და ჟანგბადთან კონტაქტისას, ეს ელემენტები ზედაპირზე წარმოქმნიან ქიმიურად სტაბილურ, მჭიდროდ დაკავშირებულ ოქსიდურ ფენას, ანუ პატინას რომელიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი ბარიერი და ბლოკავს ჟანგბადის შეღწევას ფოლადში. შედეგად, წყდება სიღრმისეული კოროზიის პროცესი, მასალა არ საჭიროებს ანტიკოროზიულ დამუშავებას/შეღებვას და ინარჩუნებს მაღალ კონსტრუქციულ სიმტკიცეს ათეულობით წლის განმავლობაში. კორტენით დასავლეთში (ევროპა/ამერიკა), ასევე იაპონიაში აგებულია მრავალი მრავალსართულიანი ნაგებობა, ასევე ფართოდ გამოიყენება ექსტერიერში, ლანდშაფტსა და პრაქტიკულ ნაკეთობებში. 


  • უნიკალური ვიზუალი (პატინა): ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად, ფოლადის ზედაპირზე ბუნებრივად წარმოიქმნება დამცავი ოქსიდური ფენა — ხავერდოვანი, თბილი ჟანგისფერი პატინა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლის ფერს და ცოცხალ დინამიკას სძენს კონსტრუქციას.

  • ნულოვანი მოვლის ხარჯი: კორტენის ფოლადი არ საჭიროებს შეღებვას, ლაქს ან დამატებით ანტიკოროზიულ დამუშავებას. წარმოქმნილი პატინა თავად იცავს მეტალს სიღრმითი კოროზიისგან. როგორც წესი შიდა საიზოლაციოდ მაინც ვიყენებთ ბიტუმს ან მემბრანას, მაგრამ გარე მხარეს (სადაც პატინაა) იქ ხელუხლებელია.

  • გამძლეობა და სიმტკიცე: მასალა იდეალურია ექსტრემალური კლიმატური პირობებისთვის და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სტრუქტურას. მასალა შექმნილია 1930-იან წლებში ხიდების სამშენებლოდ, დღევანდელობაში ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიყენება საზღვაო კონტეინერების წარმოებაში (ამიტომ არის დაჟანგულივით კონტეინერები).

  • ჩვენი მასალის ქიმიური შემადგენლობა: Cu: 0.25 – 0.55%, Ni" ≤ 0.65%,Cr: 0.50 – 1.25%,Mn: 0.20 – 0.50%, P: 0.07 – 0.15%, C:≤ 0.12%



 
 

კონტაქტი

გარე შოურუმი

Social

ზარი

მეილი

გიორგი ბრწყინვალეს ჩიხი II,

9, სოფელი დიღომი

თბილისი, საქართველო

Corten Tbilisi. 2026

bottom of page