რატომ კორტენი და არა რბილი ფოლადი
- gagui97
- Oct 6
- 3 min read

ნებისმიერი ადამიანისთვის პირველ შთაბეჭდილებას ვიზუალი ქმნის და როგორც წესი ადამიანების უმრავლესობა ვიზუალურ შთაბეჭდილებაზე ჩერდება, აღარ ინტერესდება სიღრმეებით, მით უმეტეს ტექნიკური შინაარსით, რადგან კონსუმერულ ფილოსოფიაში უმეტესად ყიდვისუნარიანობა უფრო ფასეულია, რასაც ვიზუალი გვიქმნის და არა შინაარსი, ანუ რა ხარისხისაა ესა თუ ის პროდუქტი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ტანსაცმელს ყიდულობთ, ავეჯს თუ სხვა ნივთს, პირველი ჩვენ ვიზუალს ვაფასებთ, თუმცა, ვიზუალი შინაარსის გარეშე, იგივეა რაც ადამიანი გულის გარეშე.
ჩვენს პოსტებში ხშირად შეხვდებით ტექნიკურ ტერმინებს, კარგად დავიწყებულ ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც სკოლის მერე აღარ დაგვჭირებია ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ავღნიშნე ნებისმიერ ვიზუალს, რასაც ჩვენი გონება მაღალ ხარისხად აღიქვამს (აბა დაბალი ხარისხის პროდუქტი რატომ უნდა მოგვეწონოს?) განპირობებულია რაციონალური მიზეზებით, ანუ ცოდნით. ცოდნის გარეშე მარტივია მოვტყუვდეთ, როგორც იტყვიან "თვალი სვამს და თვალი ჭამს“ და ხშირად კომპანიები ჩვენ უბრალოდ თვალს გვიხვევენ, ჩვენი უცოდინრობით დაბალი, მდარე ხარისხს თუ დიზაინის პროდუქტს გვასაღებენ, რაც როგორ ჩვენთვის ასევე მათთვის გრძელდევადიანად წამგებიანია.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ფილოსოფიაზე (თუმცა მთავარი შინაარსია) ამ პოსტში წაიკითხავთ თუ რა არის Corten, რატომ გამოიგონეს და რისთვის გამოიგონეს. ხოლო ეს ცოდნა დაგეხმარებათ გაიაზროთ თუ რა სიმდიდრე დევს ჟანგის მონარჯისფერო პატინის შიგნით.
1930 წლებში Cor-Ten ანუ Corrosion Tension შემუშავდა მხოლოდ ერთიადერთი მიზნით რომ მშენებლობებში, მძიმე მრეწველობაში და მასშტაბურ ნაგებობებში ყოფილიყო მაქსიმალური გამძლეობა, მინიმალური მოვლის ხარჯზე. ხიდები, რკინიგზა, შენობები და ა.შ საჭიროებენ მუდმივ მოვლას, განახლებას და შესაბამისად ხარჯებს. ჩვენ შეიძლება დღეს "იაფად" ავაშენოთ, ან ვიყიდოთ პრუდუქტი, მაგრამ შესაძლოა მის შესანარჩუნებლად 5 წელში ორმაგის გადახდა მოგვიწიოს, 10 წელში სამმაგის და წმინდა მათემატიკურად დავითვალოთ რომ გრძელვადიანად წავაგეთ, მაშინ როდესაც შეგვეძლო თავიდანვე სწორი მასალა გვეყიდა და ერთი შეხედვით "ძვირი" გადაგვეხადა, მაგრამ აღარ გვედარდა.

20 საუკუნის ბოლოს კორტენი შემოდის სახლების ექსტერიეში და ინტერიერში. ადამიანები ეჩვევიან უხეშ, მძიმე და მკაცრ ინდუსტრიულ მასალათა დიზაინს. 21 საუკუნეში ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და ამის განუყოფელი მასალაა კორტენის ფოლადი. ხშირად 2 ჯერ ძვირი ვიდრე სტანდარტული რბილი მეტალი, მაგრამ 4 ჯერ გამძლე, მტკიცე და გამართლებული.
ვინც ამ მონაკვეთამდე კითხულობთ, ახლა უკვე ფიქრობთ რომ დროა გადავიდეთ წმინდა ციფრებზე, ფორმულებზე და იმ ნამდვილ ღირსებებზე რაც ამ ფოლადს განახსვავებს:
რბილი ფოლადი VS კორტენის ფოლადი
ქიმიური შემადგენლობა
სხვა სიტყვებით: კორტენი შეიცავს სპეციალურ შენადნობებს (Cu, Cr, Ni, P), რომლებიც ქმნიან დაცვით ჟანგის ფენას (პატინას), რაც აჩერებს შიდა კოროზიას. რბილი ფოლადი კი ჟანგდება უწყვეტად.
მექანიკური თვისებები
შესაბამისად: კორტენი უფრო მტკიცე და მყარია, მაგრამ ოდნავ ნაკლებად მოქნილი.
კოროზიისადმი გამძლეობა
შენიშვნა:კორტენი საჭიროებს პერიოდულ სველ და მშრალ ციკლებს პატინის სტაბილიზაციისთვის. მუდმივად ნესტიან გარემოში პატინა ვერ ყალიბდება. საქართველოში ეს პრობლემა ნაკლებია, მათ შორის დასავლეთ საქართველოში.

გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა
შეკითხვა: კორტენი იღებება? არა, არ იღებება. ტექნიკურად საღებავი პირველ რიგში არის
მეტალების დაცვისთვის, მეორე რიგში ვიზუალისთვის. კორტენის პატინა არის შინაარსით მისი საღებავი, შესაბამისად შეჭებვა არ შეიძლება. თუ შეღებავთ დაჟაგვა ნელა წავა, მოაშორებს საღებავს და შესაბამისად არასწორი ექსპლუატაცია.
ვიზუალური მახასიათებლები
მოცემულობა: კორტენის შენობები აშენებულია 40-50 წლებში და დღემდე ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას. აღსანიშნია, რომ კორტენის ფოლადი 10 წლის შემდეგ ყავისფერი ხდება და დროთა განმავლობაში მუქდება. მოყვითალო პატინის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ დროდადრო გახეხოთ ზედაპირი.

ფასი და ეკონომიკა
ფაქტები: კორტენის შემთხვევაში გრძელვადაში თქვენ თანხებს ზოგავთ, თქვენით უვლით და სრულიად თქვენი გემოვნებით ანვითარებთ პატინის ფერს. რბილი ფოლადის შემთხვევაში გჭირდებათ 3-4 წელიწადში შეღებვა, ამისთვის საჭიროა პროფესეონალური ღებვა ღუმელში, ეს კი ხარჯი და თავისტკივილია.
შეჯამება
მოცემულ პოსტში ვეცადეთ გასაგებ ენაზე აგვეხსნა თუ რატომ კორტენი და არა რბილი მეტალი. პატინის კულტურა ქართული რეალობის განუყოფელი მახასიათებელია. ქართული ხელოვნება სავსეა ქვის, მეტალი, ქსოვილის პატინით, შესაბამისად კორტენის პატინაც სრულიად შესაფერისია ქართული ბუნებისთვის.
2025 წლის ბოლომდე Corten Tbilisi-ს კატალოგში 13 ზომის სანერგეა და 2 ზომის ხის სარტყელი.



