არქტიტექტურა
- gagui97
- Sep 18
- 1 min read
Updated: Oct 5
აბრევიატურა Cor-Ten
Cor→ Corrosion resistance, Ten → Tensile strength- ანუ Cor-Ten ითარგმნება როგორც კოროზია გამძლე და მტკიცე. Corten ფოლადი განსხვავებული შენადნობია და თავდაპირველად შეიქმნა სარკინიგზო ინდუსტრიისთვის, როგორც არაკოროზიული, მტკიცე და ნაკლებად მოსავლელი მასალა.
1930 წლებში ამერიკის მრეწველობა აქტიურად იყენებს Corten-ს როგორც სატრანსპორტო, ასევე სამხედრო სფეროში. არსობრივად Corten-ს არ სჭირდება მოვლა და სერვისი, შესაბამისად მისი შენახვა იაფი ჯდება, თუმცა მისი ღირებულება სტანდარტულ ფოლადთან შედარებით ყოველთვის მინიმუმ ორჯერ მეტი იყო. ევროპაში Corten-ს გავრცელება უკავშირდება არქიტექტურას, როგორც კონსტრუქციის ასევე ფასადის მიმართულებით. 1960-70 წლების ევროპაში, ასევე დიდ ბრიტანეთში პოპულარული ხდება ფასადების Corten-ით შეფუთვა. 2000 წლებიდან გარდა არქიტექტურისა, Corten ბაღების და ინტერიერის სანუკვარი ესთეტიკა ხდება, განსაკუთრებულ განვითარებას ჰპოვებს იაპონისა და სკანდინავიაში როგორც მინიმალისტური, ბუნებრივი და მოვლამოკლებული ესთეტიკა.
Corten არ საჭიროებს დამუშავებას, მოვლას, გაწმენდას და ა.შ არამედ პირიქით, რაც უფრო მეტია ჰაერის და წყლის შეხება მით უფრო მდიდრულია მისი პატინა, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო მუქდება.
მნიშვნელოვანი შენობები



















