პატინა და ჟანგვის პროცესი
- gagui97
- Sep 7
- 2 min read
Updated: Oct 4

Corten-ის ფოლადი ცნობილია თავისი მყარი და ელეგანტური გარეგნობით. მისი საკულტო ჟანგვის პროცესი ბაღებსა და ტერასებზე განსაკუთრებით სასიამოვნოა. სანამ ფოლადი მიიღებს ხისფერ‐ნარინჯისებრ ჟანგის პატინას, აუცილებელია ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესის გავლა. როგორ პატინას მიიღებს ფოლადი დამოკიდებულია რა გზას დროს დაუთმობს მფლობელი მის დაჟანგვას და ასევე თუ რა გზით მოვახდენთ ამ ყველაფერს.
Corten-ის განსაკუთრებული თვისებები
Corten-ის ფოლადის შენადნობი ისეა შექმნილი, რომ ჟანგი შეიქმნას ბუნებრივად და სახლის პირობების მსგავსად. ჟანგის ეს ფენა არა მარტო ლამაზ სახეს აძლევს, არამედ ფოლადის ზედაპირს იცავს, რომ ფოლადმა დაშლა არ განიცადოს. სინამდვილეში Corten ჟანგი მისი დაცვაა გარემოსგან, განსხვავებით სტანდარტული ფოლადისგან.
შედეგად, მას ფაქტიურად მოვლა არ სჭირდება და მრავალი წელი ლამაზად რჩება.
Corten-ის ექსპლუატაციის პერიოდი მინიმუმ 25 წელია, მათ შორის მიწასთან უშუალო შეცების დროსაც კი.
ჟანგვის პროცესი და პირობები
როდესაც Corten-ის ფოლადი ატმოსფეროში გამოდის, ბუნერივი გზით იწყება ჟანგვა — ნესტი, წვიმა და ჰაერი ფოლადთან ზემოქმედებაში იწყებს ჟანგვას და საბოლოოდ არქაულ, ნარინჯისფერ შეფერილობას აძლევენ ფოლადის ზედაპირს. თუ გარემო პირობები ნესტიანია (დასავლეთ საქართველო) — ბევრი წვიმა და მაღალი ჰაერის ტენიანობა — ჟანგვის პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება. მშრალ პირობებში (აღმოსავლეთ საქართველო) ეს ნელ-ნელა ხდება და ფერები უფრო ნაზი, დახვეწილი გამოდის. თუმცა ნებისმიერი პატინა არის მისი მფლობელის ანარეკლი და მისი ემოცია განსაზღვრავს როგორი ჟანგია მისთვის სასიამოვნო.

რა პერიოდია საჭირო ფოლადის სრულად დასაჟანგებლად?
როდესაც Corten-ს გავიტანთ ჰაერზე დაჟანგვის პროცესი პირველივე წუთიდანვე იწყება.
ოქსიდაციის განგრძლივობა მეტწილად ადგილობრივ კლიმატზეა დამოკიდებული და საშუალოდ ჟანგვის პროცესი 4‐დან 12 თვემდე პერიოდს მოითხოვს, რათა ფოლადი მთლიანად მიიღოს ხისფერი-ნარინჯისფერი პატინა. მორწყვის ან წვიმის შემთხვევაში ჟანგის გამოჩენის ჩქარდება. მაგრამ თუ გარემო მშრალია, ჟანგვის პროგრესი იწელება და ფერები შეიძლება უფრო ნელი, უფრო ცვალებადი გახდეს.

ჟანგვის პროცესის დაჩქარება
თუ მხოლოდ ბუნებას მიანდობთ დაჟანგვას, ეს საუკეთესო არჩევანია — მაგრამ თუ მსურთ, რომ ულამაზესი პატინა უფრო სწრაფად გამოჩნდეს — შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი ხელოვნური საშუალება:
მარილიანი წყალი — ზღვის მარილი აურიეთ წყალში და მსუბუქად მიასხით ფოლადის ზედაპირს. ეს აძლიერებს ჟანგის წარმოქმნას. ასევე იკეთებს წვეთებს და სანთელივით ნაღვენთს.
წყალი და ძმარი — ძმრის და წყლის ხსნარი ასევე აჩქარებს დაჟანგვის პროცესს.
გარემო სადაც წყალია — ისეთ ადგილზე განთავსებით, სადაც ტენიანობა მეტია — მაგალითად ხელოვნურ ჩანჩერთან, აუზთან, ან თუნდაც სარწყავ სისტემასთან.
ეს მეთოდები ბუნებრივი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა — ხელოვნური ჩარევით თქვენ არაფერს აშავებთ, უბრალოდ როგორც დანამატს ისე ზემოქმედებთ ფოლადზე რომ სასურველ შედეგს უფრო მოკლე დროში მიაღწიოთ.

მიზეზები, თუ რატომ არის Corten ფოლადი კარგი არჩევანი
ბაღის, ვერანდის თუ აივნის რემონტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ფიქრს როგორ გავამწვანოთ ის. ამისთვის ქოთნები აუცილებელია და ვიწყებთ მოძიებას. ბაზარზე უამრავლი ალტერნატივაა, მათ შორის უამრავია დაბალი ხარისხის, სტანდარტების არ მქონდე პროდუქცია რაც თავიდანვე გვასევდიანებს რომ ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ. მაგრამ ამავე დროს ვხვდებით Corten ფოლადის ქოთნებს რომელიც მისი უნიკალური თვისებებით და ბუნებრივი ჟანგვის პროცესით აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას. თუ გსურთ ბაღში განსაკუთრებული ელემენტები, ან მდგრადი დიზაინი — Corten ფოლადი ათწლეულები იქნება თქვენი სივრცის გამძლე და ამასთანავე შეუცვლელად მშვენიერი ნაწილი.



