ზომა: პატარა, დიდი
სისქე: 2mm Corten
პროდუქტის აღწერა:
Corten Tbilisi - ს კუბური სანერგეები დამზადებულია 2mm სისქის კორტენის ფოლადისგან.
მნიშვნელოვანია: ჩვენი პროდუქტი იგზავნება პატინის, ანუ ჟანგის გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია რომ ნებისმიერი ეფექტი, ამ შემთხვევაში მეტალის პატინა მომხმარებლის პირადი ესთეტიკის საკითხია და გთავაზობთ რომ თავად შექმნათ სასურველი ჟანგვის ეფექტი. სურვილისამებრ ჩვენი პერსონალი გაგიწევთ კონსულტაციას.
როგორ მივიღოთ სასურველი ეფექტი?
პატინის მისაღებად საჭირო დროა მინიმუმ 2-3 კვირა, მზე და წვიმა. თუ თქვენს გარემოში ნაკლებადაა ტენი, ან ხშირად არ წვიმს ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Corten Tbilisi-ს მიერ შექმნილი მჟავა, რომელიც დაგეხმარებად ქოთნების დაჩქარებულად დაჟანგებაში. ხელოვნური ჩარევა ზუსტად იგივეა რაც ბუნებრივი, უბრალოდ თქვენ ზოგავთ ლოდინის დროს და ასევე გაქვთ მეტი ინდივიდუალიზმის გამოვლინების შესაძლებლობა.
მარტივად რომ ვთქვათ, ისეთ პატინას აძლევთ ქოთანს როგორც თქვენს სურვილს შეესაბამება.
დიზაინი და წარმოება ქართული, დამზადებულია ევროპული მასალებით.
გარანტია: 12 თვე
მაღალი
- პროდუქტი შეფუთვაშია თავდაპირველ მდგომარეობაში
- კომპლექტშია საიზოლაციო ფენები
- 2სმ დიამეტრის დრენაჟი
- მარტივად იწყობა და შეკვრაშია ყველა საჭირო დეტალი
